среда, 26 октября 2011 г.





1) პროექტის  სახელწოდება:წელიწადის დრონი.
2) პროექტის მთავარი იდეა–წელიწადის თითოეული დროის აღწერა.
ილუსტრაციების შექმნა:
3) პროექტის აქტუალობა:მოსწავლემ უნდა აიმაღლოს ცოდნის დონე, შეძლოს წელიწადის დროებზე საუბარი.
4) პროექტის მიზნები: გარემოსა და ბუნებაზე დაკვირვებით, ბუნების სიყვარულის ჩანერგვა,ინფორმაციის მოპოვების, მიღებული ცოდნის,გამოყენებისა და თანამშრომლობის უნარის ჩამოყალიბება.ლექსიკური მარაგის გამდიდრება.ზეპირი მეტყველების განვითარება.
5) მონაწილეთა ასაკი: 8–9 წლის მე–3 კლასი.
6) ვადები–ხანგრძლივობა:ცხრა თვე–ოქტომბერ–ივნისი.
7)  მოსალოდნელი შედეგები:[პროდუქტები]რაც შეიძლება შეიქმნას:ილუსტრაციებისა და ალბომის გაკეთება.შეისწავლონ თითოეული დროისათვის დამახასიათებელი ნიშნები,გადაიღონ ყოველ სეზონზე სურათები და გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, გაიხსენონ წელიწადის დროებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოებები,აღნიშნავენ,თუ რომელი მათგანი როგორ განწყობილებას უქმნის მათ,რისი საშუალებით ქმნის წელიწადის თითოეული დროის  შთაბეჭდილებას  პოეტი,კომპოზიტორი.
8) პროექტისათვის საჭირო ძირათადი რესურსები: სახელმძღვანელო,ფორმატი,მასალები წელიწადის დროების ამსახველი ნაბეჭდი პროდუქციიდან,მასალები ინტერნეტიდან,წელიწადის სხვადასხვა დროის ამსახველი პეიზაჟების ფრაგმენტები.ფოტოკოლაჟი,,წელიწადის დროები’’.
9) პროექტის მსვლელობა:კლასი იყოფა ჯგუფებად:თითოეული ჯგუფი ირჩევს წელიწადის ერთ–ერთ დროს და მოამზადებს თემას, მოაწყობს პრეზენტაციას,როგორც თხრობით,ასევე ვიზუალური და მუსიკალური გაფორმებით,ჯგუფები ქმნიან ალბომს ,,წელიწადის დროები’,’მოაწყობს გამოფენას მოგროვებული მასალებით,პრეზენტაციას განათავსებენ ბლოგზე. მასალები შეინახება სკოლის არქივში.
10) საგნებთან კავშირი:ბუნებისმცოდნეობა,ხელოვნება.
11)პროექტის ხელმძღვანელი:მე–3 კლასის მასწავლებელი ნარგიზი ჯანელიძე.
12) ხელმძღვანელის ელ–ფოსტა n.janelidze28@gmail.com
13) პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი/:njanelidze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий